Friday, December 20, 2013

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება: სტადიონები.

2.      პროექტის თემა: მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო სტადიონები.


3.      პროექტის აქტუალობა: გარკვეული წარმოდგენა შეექმნება სტადიონებზე.

4.      პროექტის მიზანი: ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უდიდესი საფეხბურთო მოედნების შესახებ.

5.      პროექტში მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.

6.      პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა

7.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის მოპოვება.

8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა Mikrosoft Office Excel.

9.      პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. საპროექტო თემის წარდგენა
.( ამ თემას ვაჩვენებ პროექტორით)
აქტივობა2. თემის არჩევა მოსწავლეების მიერ
აქტივობა3. საჭირო ინსტრუქციების მიწოდება და შეფასების სქემის გაცნობა
აქტივობა 4. ჯგუფებად დაყოფა
 (შემთხევითობის წესით,რათა მოსწავლეები მიეჩვიონ უცხო პარტნიორთან მუშაობას)
·         პირველი ჯგუფის მოსწავლეები ადგენენ ევროპის უდიდესი სტადიონების სიას.
·         მოიპოვებენ ინფორმაციას თითოეული სტადიონის მაყურებელთა ტევადობის შესახებ.
·         მოპოვებული მონაცემით ადგენენ :
1.      რომელი სტადიონია ყველაზე დიდი ტევადობის მქონე?
2.       მეორე ჯგუფის მოსწავლეები ადგენენ ევროპის გარდა მსოფლიოს სხვა უდიდესი სტადიონების სიას.
·         მოიპოვებენ ინფორმაციას თითოეული სტადიონის მაყურებელთა ტევადობის შესახებ.
·         მოპოვებული მონაცემით ადგენენ :
1.      რომელი სტადიონია ყველაზე დიდი ტევადობის მქონე?

·         უნდა ააგონ სვეტოვანი დიაგრამა მაყურებელთა ტევადობის  მიხედვით.
აქტივობა 5. მონიტორინგი
თუ როგორ მუშაობს ჯგუფები
აქტივობა 6. პროექტის პრეზენტაცია
აქტივობა 7. პროექტის შედეგების შეფასება 

პროექტის შეფასების სქემა


ფასდება შემდეგი აქტივობები
1-4 (არადამ)
5-6( დამ)
7-8(კარგი)
9-10(სან)
დავალების მიზნის გაცნობიერება.  მასალის შეგროვება,დამუშავება
მიზანი არ აქვს გაცნობიერებული. მასალა მწირია
მიზანი არასრულყოფილად აქვს გაცნობიერებული .მასალა მწირია.
მიზანი აქვს გაცნობიერებული. მასალა კარგად აქვს მომზადებული.
მიზანი სრულყოფილად აქვს გაცნობიერებული. მომზადებული მასალა გამიდრებული და მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან კავშირი,მიზნის და თემის მკაფიოობა,თხრობის თანმიმდევრულობა, პრეზენტაციის ეფექტურობა
ვერ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა არათანმიმდევრულია, მიზანი და თემა გამოკვეთილი არ არის
ვერ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა არათანმიმდევრულია, მიზანი და თემა ნაწილობრივაა გამოკვეთილი
ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა
თანმიმდევრულია, მიზანი და თემა გამოკვეთილია
კარგადამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა მკაფიო და
თანმიმდევრულია, მიზანი და თემა  გამოკვეთილია
საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა, დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა, მსჯელობის ლაკონურობა
ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, ვერ პასუხობს კითხვებზე
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, ვერ პასუხობს კითხვებზე
ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, პასუხობს კითხვებზე, მაგრამ დამაჯერებლობა აკლია
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე პასუხობს დამაჯერებლად, წარმართავს დისკუსიას.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი პასუხობს შემდეგ სტანდარტებს:
·         მზა კითხვარის მიხედვით აგროვებს მონაცემებს.

·         ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას, იყენებს მას, ასაბუთებს თავის არჩევანს.

პროექტის ხელმზღვანელი: ავთო ჩხარტიშვილი.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: avto.ianeti1970@gmail.com

No comments:

Post a Comment