Friday, December 20, 2013

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება: სტადიონები.

2.      პროექტის თემა: მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო სტადიონები.


3.      პროექტის აქტუალობა: გარკვეული წარმოდგენა შეექმნება სტადიონებზე.

4.      პროექტის მიზანი: ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უდიდესი საფეხბურთო მოედნების შესახებ.

5.      პროექტში მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.

6.      პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა

7.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის მოპოვება.

8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა Mikrosoft Office Excel.

9.      პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. საპროექტო თემის წარდგენა
.( ამ თემას ვაჩვენებ პროექტორით)
აქტივობა2. თემის არჩევა მოსწავლეების მიერ
აქტივობა3. საჭირო ინსტრუქციების მიწოდება და შეფასების სქემის გაცნობა
აქტივობა 4. ჯგუფებად დაყოფა
 (შემთხევითობის წესით,რათა მოსწავლეები მიეჩვიონ უცხო პარტნიორთან მუშაობას)
·         პირველი ჯგუფის მოსწავლეები ადგენენ ევროპის უდიდესი სტადიონების სიას.
·         მოიპოვებენ ინფორმაციას თითოეული სტადიონის მაყურებელთა ტევადობის შესახებ.
·         მოპოვებული მონაცემით ადგენენ :
1.      რომელი სტადიონია ყველაზე დიდი ტევადობის მქონე?
2.       მეორე ჯგუფის მოსწავლეები ადგენენ ევროპის გარდა მსოფლიოს სხვა უდიდესი სტადიონების სიას.
·         მოიპოვებენ ინფორმაციას თითოეული სტადიონის მაყურებელთა ტევადობის შესახებ.
·         მოპოვებული მონაცემით ადგენენ :
1.      რომელი სტადიონია ყველაზე დიდი ტევადობის მქონე?

·         უნდა ააგონ სვეტოვანი დიაგრამა მაყურებელთა ტევადობის  მიხედვით.
აქტივობა 5. მონიტორინგი
თუ როგორ მუშაობს ჯგუფები
აქტივობა 6. პროექტის პრეზენტაცია
აქტივობა 7. პროექტის შედეგების შეფასება 

პროექტის შეფასების სქემა


ფასდება შემდეგი აქტივობები
1-4 (არადამ)
5-6( დამ)
7-8(კარგი)
9-10(სან)
დავალების მიზნის გაცნობიერება.  მასალის შეგროვება,დამუშავება
მიზანი არ აქვს გაცნობიერებული. მასალა მწირია
მიზანი არასრულყოფილად აქვს გაცნობიერებული .მასალა მწირია.
მიზანი აქვს გაცნობიერებული. მასალა კარგად აქვს მომზადებული.
მიზანი სრულყოფილად აქვს გაცნობიერებული. მომზადებული მასალა გამიდრებული და მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან კავშირი,მიზნის და თემის მკაფიოობა,თხრობის თანმიმდევრულობა, პრეზენტაციის ეფექტურობა
ვერ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა არათანმიმდევრულია, მიზანი და თემა გამოკვეთილი არ არის
ვერ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა არათანმიმდევრულია, მიზანი და თემა ნაწილობრივაა გამოკვეთილი
ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა
თანმიმდევრულია, მიზანი და თემა გამოკვეთილია
კარგადამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა მკაფიო და
თანმიმდევრულია, მიზანი და თემა  გამოკვეთილია
საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა, დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა, მსჯელობის ლაკონურობა
ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, ვერ პასუხობს კითხვებზე
ნაწილობრივ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, ვერ პასუხობს კითხვებზე
ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, პასუხობს კითხვებზე, მაგრამ დამაჯერებლობა აკლია
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე პასუხობს დამაჯერებლად, წარმართავს დისკუსიას.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი პასუხობს შემდეგ სტანდარტებს:
·         მზა კითხვარის მიხედვით აგროვებს მონაცემებს.

·         ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას, იყენებს მას, ასაბუთებს თავის არჩევანს.

პროექტის ხელმზღვანელი: ავთო ჩხარტიშვილი.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: avto.ianeti1970@gmail.com

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
როგორ ავაგოთ სამკუთხედის სიმეტრიული სამკუთხედი სიმეტრიის ცენტრის მიმართ?
მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება სიმეტრიის ცენტრის მიმართ
საგანი/ პედაგოგი
მათემატიკა/ ავთანდილ ჩხარტიშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური/ IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე/ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის აქტუალობა
ახდენს მოცემული ფიგურის (წერტილი,მონაკვეთი, ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას ისე, რომ მითითებული წერტილი გადაყავს სიბრტყის მითითებულ წერტილში.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწალემ იპოვოს წვეროების სიმეტრიული  წერტილები სიმეტრიის ცენტრის მიმართ და პასუხები დაასაბუთოს
·         ააგოს სამკუთხედის სიმეტრიული ფიგურა მითითებული სიმეტრიის ცენტრის მიმართ
შედეგი:
მათ. IX.8 მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.
წინარე ცოდნა
  • სამკუთხედის აგება მოცემული წერტილებით.
  • მონაკვეთის შუა წერტილის პოვნა
შეფასების სქემა და კრიტერიუმები
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები:
1.    მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება
2.    მსჯელობა - დასაბუთება
3.    დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება
4.    სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
5.    ჯგუფური მუშაობა-პრეზენტაცია
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი. უჯრებიანი ფურცელიქართული და ლათინური ანბანი.
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი. ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია, ტექსტური რედაქტორი. 
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მოლოდინის განსაზღვრა/ გამოწვევა-(საფეხური A)
აქტივობა 1.
გონებრივი იერიში
რა არის სიმეტრია? (5 წუთი)
ცოდნის კონსტრუირება/ შინაარსის რეალიზება- ( საფეხური B)
აქტივობა 2. (4 წუთი)
კითხვა- პასუხი
ავაგოთ ABC  სამკუთხედი.
ავირჩიოთ სიმეტრიის O ცენტრი?
აქტივობა 3. (5 წუთი)
პრაქტიკული სამუშაო
ავიღოთ უჯრებიანი ფურცელი, ავაგოთ ABC სამკუთხედი, ავიღოთ O წერტილ ვიპოვოთ თითოეული წვეროს სიმეტრიული წერტილები O ცენტრის მიმართ.
მაჩვენეთ A, B და C  წერტილების სიმეტრიული წერტილები.
აქტივობა 4.
ჯგუფური მუშაობა (10 წუთი)
თითოეულ ჯგუფს ვაძლევ მათემატიკის ფურცელზე შესრულებულ ბარათებს,რომელზედაც მოცემულია სამკუთხედი, ცენტრი და ამ ცენტრის მიმართ უნდა ააგონ მოცემული სამკუთხედის სიმეტრიული სამკუთხედი.
აქტივობა 5. ჯგუფების პრეზენტაცია  ( 6წუთი)
გამთლიანება/რეფლექსია-(საფეხური C
აქტივობა 6.  კლასთან მუშაობა (ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება)  (4 წუთი)
ქართული და ლათინური ასოებიდან ამოკრიბეთ ის ასოები, რომელთაც  სიმეტრიის ცენტრი აქვს.
აქტივობა 7.  კომპიუტერული თამაში: ,,ხელოვნება“.   ( 6 წუთი )
ავაგოთ ცენტრულად  სიმეტრიული კონსტრუქციები,რაც დაგეხმარება სიმეტრიის არსის უკეთ გაგებაში.
აქტივობა 8.  საშინაო  დავალება- მითითება (2 წუთი)
პარალელოგრამის სიმეტრიული პარალელოგრამის აგება სიმეტრიის ცენტრი O ცენტრის მიმართ.
შეფასება (3 წუთი)
შეფასებისთვის ვიყენებ წინასწარ მომზადებულ , ბავშვებისათვის ცნობილ, შეფასების რუბრიკას


შეფასების სქემა

შეფასების სქემა

შეფასება/კრიტერიუმები
1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
ჩართულობა
არ არის აქტიური, არ ცდილობს  უპასუხოს დასმულ კითხვებს.
არ არის აქტიური, მაგრამ ზოგჯერ ცდილობს დასმულ კითხვებს უპასუხოს.
ცდილობს მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის მსვლელობისას, აქტიურობს, მაგრამ  ზოგჯერ უშვებს შეცდომებს.
აქტიურია, მაგრამ უჭირს შედეგების მიღწევა, ზოგჯერ უშვებს მცირე უზუსტობებს.
გაკვეთილის ყველა ეტაპზე მთლიანადაა ჩართული და შედეგებსაც აღწევს.
გაკვეთილის მსვლელობისას  მიღწეული შედეგები
ვერ აგებს სამკუთხედს.
აქვს გარკვეული წინა ცოდნა, მაგრამ ვერ ახერხებს გამოიყენოს ახალი საგაკვეთილო მასალის გაგებისას.
აგებს სამკუთხედს, მაგრამ უჭირს სიმეტრიული წერტილების აგება.
აგებს სამკუთხედს, პოულობს სიმეტრიული წერტილებს.
კარგად აქვს გააზრებული წინა მასალა, აგებს სამკუთხედს, პოულობს სიმეტრიული წერტილებს, აგებს სიმეტრიულ სამკუთხედს.
ჯგუფური მუშაობის შედეგები
არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.
ნაკლებად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, ზოგჯერ ცდილობს ჩაერთოს ჯგუფის მუშაობაში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს.
ჩართულია ჯგუფის მუშაობაში, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, ზოგჯერ თვითონაც იჩენს ინიციატივას.
აქტიურადაა ჩართული ჯგუფის მუშაობაში, აღწევს შედეგებს, მაგრამ უჭირს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
აქტიურადაა ჩართული ჯგუფის მუშაობაში, ხშირად ამჟღავნებს ლიდერის თვისებებს, აქვს კარგი შედეგები, კარგად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.